სააკაშვილი: ჩემი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ უკრაინას უკავშირდება

სააკაშვილი: ჩემი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ უკრაინას უკავშირდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მის მიზანს უკრაინაში ჩასვლა და სასამართლოში თავისი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

"ამ ეტაპზე ჩემი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ უკრაინას უკავშირდება. საქართველოც არ მავიწყდება, მაგრამ საქართველო არასდროს იქნება წარმატებული, თუ უკრაინა არ განვითარდება.

უნდა დავბრუნდე და სასამართლოში საკუთარი უფლებები დავიცვა. ახლა ესაა ჩემთვის მთავარი. ჩემი მიზანი ერთია - წავიდე სასამართლოში, წარვადგინო დოკუმენტები, დავამტკიცო ის, რაც ისედაც ცხადია, რომ უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამომერთვა, აღვიდგინო ჩემი უფლებები და შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ საერთო თემების შესახებ. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ამ ეტაპზე მიყვები და ვფიქრობ, მას მივაღწევ", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ტრამპმა ერდოღანს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

26 წუთის წინ

"სრული სირცხვილია, რომ თურქეთი პატივცემულ ამერიკელ პასტორ ენდრიუ ბრანსონს ციხიდან არ ათავისუფლებს. ის დიდი ხნის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ. ერდოღანმა რაღაც უნდა გააკეთოს და გაათავისუფლოს ეს შესანიშნავი ქრისტიანი, ქმარი და მამა ", -...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126