ნიკა რურუა: ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურად გამოწვეულ ხანძარს

ნიკა რურუა: ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურად გამოწვეულ ხანძარს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა, რომ მთაწმინდაზე მომხდარი ხანძარი ძალიან ჰგავს ხელოვნურად გაჩენილს.

"ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურად გამოწვეულ ხანძარს. საბედნიეროდ, აქ მსხვერპლი არ არის.სერიოზული გამოძიება სჭირდება ამას. მოსახლეობამ ძალიან იყოჩაღა, სანამ სახანძრო მოვიდოდა და მოხდა ლოკალიზება, რომ ის არ გადმოსულიყო საცხოვრებელ სახლებზე. 

ის ტყუილი, რომელიხ ხელისუფლებამ თქვა, რომ მათ არ ჰყავთ ვერტმფრენი და ვერ ჩააქრობენ ღამე ხანძარს არის სამარცხვინო, იმიტომ რომ რეალურად  საქართველოს ჰყავს ორი "სუპერპუმა" ნაყიდი წინა ხელისუფელბის დროს, რომელიც ამ წუთას ივანიშვილმა გადაიტანა თავის ბალანსზე და ჰყავს ჩაკეტილი. როგორც ვერ გამოვიყენეთ ის 13 ივლისს, ასევე დღეს ვერ გამოვიყენეთ", - განაცხადა რურუამ. 

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

1 საათის წინ

"აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172