გმირი კახა თავგორაშვილის დედა: 8 აგვისტო ყველა დედისთვის მტკივნეულია

გმირი კახა თავგორაშვილის დედა: 8 აგვისტო ყველა დედისთვის მტკივნეულია

გმირულად დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც „აიპრესთან“ ნუნუ თავგორაშვილი აცხადებს, მისი შვილი კახაბერ თავგორაშვილი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის ინსტრუქტორთა განყოფილების ანტიტერორისტული მომზადების ინსტრუქტორის თანაშემწედ მსახურობდა.

მისი თქმით ის არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებს, სადაც მის შვილს იხსნებენ.

„დღევანელ დღეს დაიღუპა ჩემი შვილი, გულუას „სპეცრაზმშიზში“ მსახურობდა. 14 წელი იმსახურა. 3 შვილიშვილი დამიტოვა, 2 გოგონა და ერთი ბიჭი. ეს დღე ჩემთვის და ყველა დედისთვის მტკივნეული დღეა, მაგრამ რა ვქნა. ჩემი შვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდიან. ტარდება ღონისძიებები და დავდივართ, აბა რა ვქნათ?“. - აცხადებს კახაბერ თავგორაშვილის დედა.

ავტორი იზაბელა ქურდიანი

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

16 საათის წინ

როგორც „აიპრესს“ თბილისის მერიაში განიცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126