სააკაშვილი: უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები

სააკაშვილი: უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას და სასამართლოში ბრძოლას აპირებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან პოლონეთში, ლიტვაში გამგზავრებამდე გააკეთა.

"მივდივარ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ვხვდები სხავადასხვა ადამიანებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ისევე როგორც პოლონეთში, მქონდა შეხვედრები პოლონეთის მთავრობის მაღალ დონეზე, მინისტრებთან, პარლამენტის ხელმძღვანელობასთან.

ვემზადები უკრაინაში დასაბრუნებლად, სასამართლოში ჩემი საქმის დასაცავად, იმიტომ რომ 100 პროცენტიანი მოგებული საქმეა და უკრაინაში აქტიურ პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად. მე მყავს მილიონობით მომხრე უკრაინაში, მრავალი მილიონი მომხრე. მე მაქვს რწმენა ჩვენს ძალებში, ჩვენი აქტივის ძალებში და დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში.

ივანიშვილი და პოროშენკო გარიგდნენ ურეკში და ეს ყველაფერი პუტინმა აკურთხა", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

Starbuks- ი აშშ-ის ტერიტორიაზე 150 ყავის სახლის დახურვას გეგმავს

5 საათის წინ

კომპანიის განმარტებით, დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს გაყიდვების დონის გაზრდას, აგრეთვე აქციონერებისთვის სარგებლის მიღებას. ოპტიმიზაციის ფარგლებში, ყველაზე ნაკლებად მომგებიანი ყავის სახლები დაიხურება იმ ადგილებში, სადაც Starbucks-ის...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172