აბაშის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მოსახსენებელი წირვა-ლოცვა აღევლინა

აბაშის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მოსახსენებელი წირვა-ლოცვა აღევლინა

აბაშის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპული აბაშელი სერგო მელიასა და გიორგი ნადარეიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გადაიხადეს,- ამის შესაებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

წირვა-ლოცვა სოფ. წყემისა და სოფ. ონტოფოს წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრებში აღევლინა.

ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ვაზიანის სამხედრო ბაზის უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის გიორგი ნადარეიშვილის საფლავს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოებამ.

უახლოეს პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სოფ. ონტოფოში მოეწყობა გიორგი ნადარეიშვილის სახელობის სკვერი.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

3 საათის წინ

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. მშენებარე გზის დათვალიერების შემდეგ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებელ კომპანიასთან და...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080