მიხეილ სააკაშვილი ლიტვის მოქალაქეობის მიღებაზე უარს აცხადებს

მიხეილ სააკაშვილი ლიტვის მოქალაქეობის მიღებაზე უარს აცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს ლიტველი ევროდეპუტატის პიატრას აუშტრაიავიჩუსის წინადადების მიღებას მისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. აღნიშნულის შესახებ RBC წერს.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტველ ევროდეპუტატს, თუმცა აღნიშნა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა არალეგალურად ჩამოართვეს, ამიტომ მისი დაბრუნებისთვის სააკაშვილი სასამართლოში იბრძოლებს.

"ბევრი უკრაინელი აღშფოთებულია და თავს მიტოვებულად იგრძნობს, თუ მე მოქალაქეობის დაბრუნებისთვის არ ვიბრძოლებ", - აღნიშნავს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში იმყოფება, სადაც იგი პოლონეთიდან ჩავიდა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვილნიუსში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

9 წუთის წინ

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 19 ივლისს 01:00 საათზე შეწყდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა ავტომატურად გაუქმდებოდა, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მთავრობა პარლამენტში მის გაგრძელებას...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126