მიხეილ ჯანელიძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

მიხეილ ჯანელიძემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„2008 წლის აგვისტოში საქართველომ და ყველა ქართველმა ურთულესი დღეები გაიარა. ჩვენი გმირები შეეწირნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამშობლოს დაცვას და ისინი უთანასწორო ბრძოლაში, ფართომასშტაბიანი აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მობილიზებით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება. ჩვენ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვქონდა გასული წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, აქტიური დიპლომატიური ქმედებებით აუცილებლად შევძლებთ სამართლიანობის აღდგენას“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

15 საათის წინ

როგორც „აიპრესს“ თბილისის მერიაში განიცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126