არველაძე: თუ "თელასს" სემეკ-ისთვის არ მიუმართავს, "ინტერ რაო" სასამართლო დავას ვერ მოგვიგებს

არველაძე: თუ "თელასს" სემეკ-ისთვის არ მიუმართავს, "ინტერ რაო" სასამართლო დავას ვერ მოგვიგებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე აცხადებს, რომ თუ „თელასს“ ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით თავის დროზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისთვის (სემეკ) უნდა მიემართა.

როგორც არველაძემ „აიპრესს“ განუცხადა, რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია „თელასს“ აღნიშნული განაცხადი არ გაუკეთებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ „ინტე რაო“ საქართველოს სასამართლო დავას ვერ მოუგებს. თუმცა, ყველაფერი მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამოკიდებული.

„თუ რაღაცა დაკავშირებულია ლარის კურსის ცვლილებასთან თავის დროზე „თელასს“ განაცხადი უნდა შეეტანა მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც განიხილავდა საკითხს რამდენად სამართლიანი მოთხოვნა იყო და სემეკი გადაწყვეტილებას მიიღებდა. რამდენადაც ვიცი, ეს „თელასს“ არ გაუკეთებია. ქართულ მხარეს ეყოლება შესაბამისი ადვოკატები და წესით ასეთი სარჩელი ვერ იქნება დაკმაყოფილებული. ჩემს აზრს გეუბნებით.

როდესაც ლარის კურსი იცვლება კომპანია ვალდებულია, უფრო სწორად თავისი თავი უნდა დაავალდებულოს რომ შესაბამისი განაცხადი შეიტანოს. თუ ეს განაცხადი შეტანილი აქვს და მარეგულირებელმა კომისიამ არ მიიღო ზომები ეს სხვა ამბავია. თუ არ ჰქონდათ შეტანილი ამისთანა დავა ვერ უნდა მოიგოს. რახან სარჩელი შეიტანეს კამათიც იქნება და მხარეთა შეჯიბრებითობაც, ვინ ვის აჯობებს“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ცნობისთვის, RBC-ს ინფორმაციით, "ინტერ რაო"-ს შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. კომპანიები, ქართული ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით 175 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172