კახა კალაძე: ქართველებს, ოსებს და აფხაზებს შორის გაუცხოება სიყვარულით უნდა დავარეგულიროთ

კახა კალაძე: ქართველებს, ოსებს და აფხაზებს შორის გაუცხოება სიყვარულით უნდა დავარეგულიროთ

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველ ფოტოგამოფენას -"ომი ჩვენს ობიექტივში" დაესწრო, რომელიც პარლამენტის ეზოში გაიხსნა.

"ის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს მოხდა ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ დაკვარგეთ გმირი ჯარისკაცები, მოხალისეები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გაუცხოება, რაც ბოლო ორი ათწლეულზე მეტია ჩვენსა და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის არსებობს, სიყვარულით, ძმობით უნდა დავარეგულიროთ, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გამოფენა "ომი ჩვენს ობიექტივში", რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა, აგვისტოს ომის ცხრა წლისთავს და ომში დაღუპულ კორესპონდენტებს ეძღვნება.

გამოფენის იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძეა. მის რეზონანსულ კადრებთან ერთად, გამოფენაზე ფოტორეპორტიორების - ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის ფოტოებია წარმოდგენილი, რომლებმაც მსოფლიოს ომის რეალური სახე დაანახეს.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

11 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126