კალაძე: საქართველო ისევ იქნება მავრთულხლართებს აქეთ-იქით დარჩენილების საერთო სახლი

კალაძე: საქართველო ისევ იქნება მავრთულხლართებს აქეთ-იქით დარჩენილების საერთო სახლი

კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველო ისევ იქნება მავრთულხლართებს აქეთ-იქით დარჩენილების საერთო სახლი.

"ძალიან კარგად მახსოვს ის საშინელება რაც ხდებოდა, როცა პირველად დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ის სისხლიანი, ცრემლიანი, ბნელი და მშიერი წლები. მახსოვს უცხოეთში გაყოლილი მუდმივი სიმძიმის განცდა. მერე თითქოს ეჩვევი ტკივილს და ცდილობ გაუძლო, იმ იმედით, რომ ეს მეტი აღარ გამეორდება…" - "ქართული ოცნების" მერობის კნდიდატი კახა კალაძეს აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს ეხმაურება"

2008 წლის აგვისტოში ომი ისევ დაიწყო.
ჩვენ დავკარგეთ მებრძოლები.
ჩვენ დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა.
ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები…
ვუსამძიმრებ საქართველოს,
ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც ეს ომი უშუალოდ შეეხო და უბედურება მოუტანა,
მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ჩვენს გმირებს!
მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი!
და ჩვენი ყველასი, - მავრთულხლართებს აქეთ -იქით დარჩენილების საერთო სახლი." - წერს კახა კალაძე თავის სოციალურ ქსელში.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172