პრემიერი: მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე

პრემიერი: მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.  

"8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის. მთელს საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი. რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ.

ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ, ჩვენ აუცილებლად თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლოად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს, დასაკარგავი შვილი აღარ გვყავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

12 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126