პრემიერი ფაჩულიას:ყველას გვახსოვს ანგარიში: 129:120 როცა ქართული დროშა შენს მხრებზე აფრიალდა

პრემიერი ფაჩულიას:ყველას გვახსოვს ანგარიში: 129:120 როცა ქართული დროშა შენს მხრებზე აფრიალდა

"ყველას გვახსოვს ანგარიში: 129: 120 როდესაც ქართული დროშა შენს მხრებზე აფრიალდა. საქართველო არის ახალი წარმატების მოლოდინში, წარმატებების ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში, სადაც ზაზა არის ღირსეული კანდიდატი, სადაც მჯერა, რომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ. მინდა, ჩვენი ნაკრების ბიჭებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად." - საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას მადლობა გადაუხადა.

სპორტის სასახლეში NBA-ის ლარი ობრაიენის სახელობის თასის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ზაზა ფაჩულიას მადლობა არა მხოლოდ პრემიერმა, არამედ იქ შეკრებილმა საზოგადოებამ გადაუხადა.

"ზაზა, მინდა ყველას სახელით გადაგიხადო უდიდესი მადლობა, რომელიც ჩვენ მოგვანიჭე. მინდა ასევე უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ, როდესაც ყველა წარმატებას უძღვნი პირველ რიგში შენს სამშობლოს, საქართველოს.

შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის, განსაკუთრებით ამ ბავშვებისთვის, რომელთაც მიეცი იმის მაგალითი, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172