პრემიერი ფაჩულიას: ზაზა, უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ ყველა წარმატებას უძღვნი შენს სამშობლოს

პრემიერი ფაჩულიას: ზაზა, უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ ყველა წარმატებას უძღვნი შენს სამშობლოს

"ზაზა, მინდა ყველას სახელით გადაგიხადო უდიდესი მადლობა სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ მოგვანიჭე. მინდა ასევე  უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ, როდესაც ყველა წარმატებას უძღვნი პირველ რიგში შენს სამშობლოს, საქართველოს", - საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას მადლობა გადაუხადა.

"შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის, განსაკუთრებით ამ ბავშვებისთვის, რომელთაც მიეცი იმის მაგალითი, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია.
 
რა თქმა უნდა, ამას წინ უძღვოდა უდიდესი შრომა თუ მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და რა თქმა უნდა წინ უძღვოდა ჩვენს მიერ გატეხილი ღამეები შენი წარმატების მოლოდინში. ყველას გვახსოვს ანგარიში: 129: 120 როდესაც ქართული დროშა შენს მხრებზე აფრიალდა. საქართველო არის ახალი წარმატების მოლოდინში, წარმატებების ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში, სადაც ზაზა არის ღირსეული კანდიდატი, სადაც მჯერა, რომ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ. მინდა, ჩვენი ნაკრების ბიჭებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად." - განაცხადა საქართველოს პემიერმა
 
 
თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172