კახა კალაძე: "ქართული ოცნებას" ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად შემომწირველიც

კახა კალაძე: "ქართული ოცნებას" ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად შემომწირველიც

"ქართულ ოცნებას" ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და შესაბამისად, ბევრი შემომწირველიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა „ქართული ოცნება“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პარტიებთან შედარებით, რადგან მისი შემოწირულობა გაცილებით სოლიდურია, კალაძე პასუხობს, რომ შემოწირულობები საარჩევნო პროცესის თანმდევი ნორმალური პროცესია. 

"სავარაუდოდ, წინასწარ დაიწყო პარტიაში შემოწირულობების გაკეთება, რადგან ძალიან მალე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ეს ნორმალური პროცესია და იგი სიახლეს არ წარმოადგენს. მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. "ქართულ ოცნებას" ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი,”-აღნიშნა მერობის კანდიდატმა. 

კახა კალაძის განმარტებით, როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატი, იგი საარჩევნო პროგრამის საკითხებით არის დაკავებული.  

"მე ვარ მერობის კანდიდატი და დაკავებული ვარ პროგრამაზე მუშაობით, რომელსაც შევთავაზებთ თბილისს - თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც აწუხებს დღეს თბილისის მოსახლეობას, იყოს დროულად მოგვარებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქნები თუ არა, არ ვიცი

1 საათის წინ

 როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებისთვის, პატარა კენჭი დადო "ქართული ოცნების" ლურჯი დროშის ქვეშ. "მე საიდან ვიცი, თქვენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე ვიცი პასუხი და აქვთ ეჭვი...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172