სოფელ სამებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

სოფელ სამებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1983 წელს დაბადებული რ.ზ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ლ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართვველოს სსკ-ს 108-ე მუხლით) .

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავეს

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავეს

8 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080