მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნით დახურეს - პატარიძე  ჩემპიონია! (ვიდეო)

მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ძველი და ახალი ჰიმნით დახურეს - პატარიძე ჩემპიონია! (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველი მოჭიდავის, ზვიად პატარიძის საპატივცემილოდ, საქართველოს ორივე ჰიმნი, ძველიც და ახალიც ერთდროულად დაუკრეს.

ზვიად პატარიძე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია

6 აგვისტოს, ფინეთის ქალაქ ტამპერეში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ლიდერმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ლომად წოდებულმა პატარიძემ ზედიზედ ხუთჯერ შეძლო მსოფლიოს უძლიერესი ფალავანის ტიტულის მოპოვება - ორჯერ ჭაბუკებში (2013, 2014) და სამჯერ ახალგაზრდებში (2015, 16, 17).

ფინალში ქართველმა ფალავანმა ყირგიზ კიმ რომანს (6:2) მოუგო, საფინალო გზაზე კი 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორეს და ჩემპიონის პატივსაცემად, დამსწრეთ ახალი ჰიმნიც მოასმენინეს.

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

52 წუთის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237