შუამთობის დღესასწაულზე 6 საპატიო ხულოელი დასახელდა

შუამთობის დღესასწაულზე 6 საპატიო ხულოელი დასახელდა

ბეშუმში, სახალხო დღესასწაულ შუამთობაზე როგორც გასულ წლებში, ტრადიციულად „საპატიო ხულოელი“ წელსაც დასახელდა. 

ეს ტიტული წელს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ექვს მოქალაქეს მიენიჭა.

ერთერთ საპატიო ხულოელად პროექტ „ეტალონის„ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი დასახელდა.იგი „ აიპრესთან“ ტიტულის პასუხისმგებლობასა და ემოციებზე საუბრობს.მისივე თქმით ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი იყო.

„ბუნებრივია, ძალიან საპასუხისმგებლოა იმიტომ, რომ ეს ხალხის სიყვარულის გამოხატულებასთან ერთად არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ქვეყნისგან არამარტო რაღაცეებს უნდა ველოდოთ არამედ უნდა დავიხარჯოთ კიდეც და შენს ქვეყანას შენს ხალხს არგუნო სიყვარული, რომელიც გაგაჩნია.ნამდვილად არ ველოდი ამ ტიტულს, ამ დრომდე ემოციებში ვარ და კაი ხანი გამყვება კიდევ და ეს გადავა უფრო მეტ პასუხისმგებლობაში"-განაცხადა აიპრესთან გოჩა ტყეშელეშვილმა.

ავტორი: ციური სოლომონიძე

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

2 საათის წინ

"გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან ამოიღეს. დღეს ორი მდინარის -...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172