კალაძე: თბილისის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ანბანი უნდა იყოს (ვიდეო)

კალაძე: თბილისის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ანბანი უნდა იყოს (ვიდეო)

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქალაქის ქაოტური განვითარების პრობლემის შემდეგ, ყურადღებას დედაქალაქის ვიზუალურ სტანდარტზე ამახვილებს.

“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ისეთ აქტუალურ საკითხზე, რომელსაც ყოველდღე ვხვდებით და ვხედავთ - ჩვენი დედაქალაქის ვიზუალურ სტანდარტზე. უფრო სწორად, ამ სტანდარტის არარსებობაზე - იმიტომ, რომ იგი არასდროს შემუშავებულა. რატომ მოგვწონს ისეთი ევროპული ქალაქები როგორიც არის პარიზი, მილანი, ლონდონი? იმიტომ, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ, თანამედროვე ქალაქს გააჩნია დიზაინის სტანდარტი.

რა თქმა უნდა, ქალაქის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილად, უნიკალური ქართული ანბანიც უნდა იქცეს. ეს აბრები, მანიშნებლები, სტიქიურად ათვისებული ტროტუარები, ვიტრინები, უკონტექსტო დიზაინი - ამ ყველაფრის სასწრაფო მოწესრიგება ასევე შეუწყობს ხელს ქალაქის ტურისტული და ბიზნესმიმზიდველობის ზრდას.

თბილისი ნამდვილად არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და სწორედ ასეთი, თანამედროვე მიდგომებით, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების ჩართვითა და მსოფლიოს გამოცდილების გათვალისწინებით უნდა წარმოვაჩინოთ თბილისი, როგორც სიცოცხლით სავსე ქალაქი “, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

16 საათის წინ

როგორც „აიპრესს“ თბილისის მერიაში განიცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126