ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში "ილიაობის" დღესასწაული აღინიშნა

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში "ილიაობის" დღესასწაული აღინიშნა

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ,,ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წლევანდელ ღონისძიებაში იმერეთის მხარე აქტიურად იყო ჩართული. ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხარაგაულის სახალხო თეატრმა, ახალგაზრდულმა დასმა ,,მარჯანიშვილელებმა“, მწერლებმა, პოეტებმა და პუბლიცისტებმა დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედება გააცოცხლეს.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გამართულ კონცერტსა და გამოფენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იმერეთის რეგიონის მაჟორიტარები და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი ესწრებოდნენ.

,,ილიაობის“ აღნიშვნის ტრადიცია 2014 წელსგანახლებული ფორმატით აღდგა. ამ დღეს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია. აჭარის, სამეგრელოსა და აფხაზეთის შემდეგ წელს მასპინძელი იმერეთი იყო.

2 აგვისტოს ქართული ეკლესია ერთდროულად რამდენიმე თარიღს აღნიშნავს: ხსენება წინასწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა ილიასი (ჭავჭავაძისა, 1907); მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (XVIII); ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრულებული სასწაულისა, რომელი შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს (325) და ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ის ანგელოზის დღეს. 

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

3 საათის წინ

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. მშენებარე გზის დათვალიერების შემდეგ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებელ კომპანიასთან და...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080