"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი საგარეჯოში ამირან სონიშვილი იქნება

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი საგარეჯოში ამირან სონიშვილი იქნება

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ამირან სონიშვილი იქნება.

კანდიდატი ამომრჩევლებს პარტიის ლიდერებმა - დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და გიორგი ღვინიაშვილმა წარუდგინეს.

ამირან სონიშვილი 2014 წლიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 2017 წლის დასაწყისში მან პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, საარჩევნო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტებში გამგებლების ნაცვლად მერებს აირჩევენ.

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

24 წუთის წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „მე არანაირი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080