აჭარაში პირველად "ასწავლე საქართველოს" ფარგლებში რელიგიურ უმცირესობასთან სასწავლო შეხვედრა გაიმართა

აჭარაში პირველად "ასწავლე საქართველოს" ფარგლებში რელიგიურ უმცირესობასთან სასწავლო შეხვედრა გაიმართა

დღეს გამგეობის მცირე დარბაზში, პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან.

შეხვედრას აჭარის რეგიონის მუსლიმი სასულიერი ლიდერები და მუსლიმი თემის წარმომადგემლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯან მონეს სახელობის პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე.

შეხვედრის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა ასოცირების შესახებ შეთანხმება, რელიგია და ევროკავშირი. შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

2017 წლის 15 მაისიდან „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს 12-თვიან პროექტს - "ასწავლე მაცნეს".
ეს არის 2016-2017 წლებში განხორციელებული პროექტის - "ასწავლე მაცნეს -ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები" ერთგვარი გაგრძელება, მაგრამ უფრო გაფართოებული ფორმატით.

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოში - მუსლიმი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მრევლი. პროექტის ფარგლებში ჩატარდება სასწავლო შეხვედრები ტოლერანტობაზე, რელიგიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

1 საათის წინ

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176