გივი მაჭარაშვილი ჭიდაობის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

გივი მაჭარაშვილი ჭიდაობის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გივი მაჭარაშვილი ( 96 კგ) ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია.

ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, ქართველი ფალავანი ფინალში რუსი შამილ მუსაევთან 7:2 დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

მაჭარაშვილი, ერთადერთია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ-ჯერობით საქართველოს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გივი მაჭარაშვილმა, უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაჭარაშვილმა მაშინ ფინალში რუსი გიორგი გოგაევი დაამარცხა.

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

3 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167