შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოგეშვარ სანგვანს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

შალვა ხუციშვილმა და იოგეშვარ სანგვანმა ხაზგასმით აღნიშნეს „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობა, რომლის პროექტიც ინდოეთის მთავრობას განსახილველად მიმდინარე წლის აპრილში გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმების პროექტის ტექსტზე შეჯერდებიან, დაიგეგმება საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა და შეთანხმების ხელმოწერა.

მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ინდოეთის მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტია.

გვრამია: მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ვიძახი რომ პოლიტიკური პატიმარია, ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზე

გვრამია: მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ვიძახი რომ პოლიტიკური პატიმარია, ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზე

31 წუთის წინ

გვარამია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში ობიექტური გამოძება არ ჩატარებულა, ასევე იქნება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში.  „პირადად მე აბსოლუტურად გულგრილად ვუყურებ. კვირიკაშვილი ჩემთვის არავინ არ არის, და...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080