სოფელ ლაფანყურში ტრადიციული დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართა

სოფელ ლაფანყურში ტრადიციული დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ტრადიციული დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართა. ვაჟა- ფშაველას ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველწლიურად, ივლისის ბოლოს იმართება.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებელებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.

დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც თელაველ სპორტსმენებთან ერთად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭიდავეებიც ასპარეზობდნენ.

ღონისძიება დოღით დასრულდა. გამარჯვებულებს საპატიო ჯილდოები გადაეცათ.

,,ვაჟაობის,, დღესასწაულს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

ბათუმის მერია მოქალაქეებს: გაუფრთხილდით გარემოს

2 საათის წინ

"გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შპს "სანდასუფთავების" თანამშრომლებმა პოლიეთილენის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარის ნაპირებიდან და კალაპოტიდან ამოიღეს. დღეს ორი მდინარის -...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172