იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერი გვირგვინიანი ოქროს ჯვრით და ვარსკვლავით დააჯილდოვა

იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერი გვირგვინიანი ოქროს ჯვრით და ვარსკვლავით დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან მსგავსი ჯილდო უმაღლესი თანამდებობის პირმა პირველად მიიღო.  

თეოფილოს III-მ აღნიშნა, რომ მისთვის, წმინდა მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა დიდი პატივია. 

"თქვენს ქვეყანას და ხალხს - საქართველოსა და ქართველებს განსაკუთრებული კავშირი აქვთ იერუსალიმთან, წმინდა მიწასა და იერუსალიმის საპატრიარქოსთან. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო, თქვენი ქვეყნის განმანათლებელი, იყო იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დისშვილი. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ისტორიული და კულტურული ფაქტორი გვაკავშირებს. იერუსალიმის საპატრიარქომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის დაცვაში", - ბრძანა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა თეოფილოს III-ის წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და იგი საქართველოში მიიწვია. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა თეოფილოს მესამის წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიწვევა გადასცა. 

"ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში. მართალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე მოგიწვიათ საქართველოში, მაგრამ მოხარული ვიქნებით, პირადადაც გიმასპინძლოთ", - მიმართა პრემიერმა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს" - ასე მიმართა პრემიერმა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახი ავრცელებს.

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

1 საათის წინ

"დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი მეათაური და ისევ გამახსენდა დიდი მსგავსება ჩემსა და იმანუელ კანტს შორის. იმას მაღლა ცაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აოცებდა და მორალური კანონები საკუთარ თავში. მეც ხომ მასავით ორი რამ მაოცებს:...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080