ჩერგოლეიშვილი: პატრიარქმა ქართველთა მარშის ორგანიზატორები,როგორც ავაზაკები,ალბათ,ასე შეიფარა

ჩერგოლეიშვილი: პატრიარქმა ქართველთა მარშის ორგანიზატორები,როგორც ავაზაკები,ალბათ,ასე შეიფარა

დასრულდა აღმაშენებლის გამზირზე  ევროპული საქართველოს მარში. "ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი ჩატარებულ მარშს "აიპრესთან" აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აღმაშენებელზე ვერ ჩაივლიდნენ და მარშს ვერ ჩატარდებენ, მარშმა კარგად ჩაიარა. ჩერგოლეიშვილმა ასევე საპატრარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათ არ სჭირდებოდათ არანაირი მოწოდება. 

"ვწუხვარ, რომ საპატრიარქომ ტოლობის ნიშანი დასვა თავისუფლების მოყვარე ადამიანებსა და ფაშტებს შორის, მაგრამ მე მესმის მათი, ბუნებრივია, მასთან მივიდნენ, ბუნებრივია, ყველა ავაზაკს იფარებს ეკლესია, როგორც ჩანს როგორც ავაზაკები ისე შეიაფარა პატრიარქმა ისინი და იმედია უთხრა, რომ 25 წლის ქალზე ჯგუფური გაუპატიურებს მუქარა ყოვლად არაქრისტიანულია.

რაც შეეხება თავშეკავებას, ჩვენ არ გვჭირდებოდა თავშეკავების მოწოდება, ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში კანონის მიხედვთ ჩავიარეთ და ვისარგებლეთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, თავშეკავებისკენ მოწოდება სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც ძალადობენ, ვინც 25 წლის ახალგაზრდებს გაუპარიურებით ემუქრებიან. 

რაც შეეხება დღევანდელ აქცია, კარგად ჩაიარა, გავიარეთ, იმუქრბოდნენ ვერ გაივლითო, მაგრამ ხედავთ გაიარეთ და აგერ მარჯანიშვილზე ვდაგავართ.

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

15 საათის წინ

როგორც „აიპრესს“ თბილისის მერიაში განიცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126