ქართველთა მარშის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პატრიარქის გადაწყვეტილებას  დაემორჩილებიან

ქართველთა მარშის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პატრიარქის გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან

ამ წუთებში რკინიგზელთა სასახლესთან პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, მიუხედავად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებისა, "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების ნაწილი მხარდამჭერებთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე შეიკრიბა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაზა დავითაია აცხადებს, ისინი პატრიარქის განცხადებას ემორჩილებიან და ორგანიზებული აქცია არ იქნება, თუმცა, ვერავინ დაუშლით აქ შეკრებილლ ხალხს, "ევროპული საქართველოს" წევრებს, რომლებიც მარშით ჩაივლიან, სიტყვები მიაძახონ. 

"საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ვემორჩილებით, კურთხევას ვემორჩილებით, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის მხარე. თუ ისევე დაემორჩილებიან პატრიარქის გადაწყვეტილებას, მაშინ ჩვენი მხრიდან იქნება კეთილი შემეხვედრი განწყობილი ნაბიჯი და შეიძლება ეს ნაბიჯი შემდგომში ეროვნულ შერიგებასაც დაედოს საფუძლად. ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველამ თავისი იურიდიული დანაშაული უნდა ზიდოს. თუ ისინი არ დაემორჩილებიან და იმის მიუხედავად, რომ აქ ორგანიზებული აქცია არ გაიმართება, აქ შეკრბილ მოქალაქეებს ინდივიდუალურად ვერავინ ვერ დაუშლის, რეჟმის წარმომადგენლებს, რომლებიც მათ სტანჯავდნენ, პირში მიახალონ სათქმელი. იმის მიუხედავად რომ ისინი სანქცირებულ მიტინგზე იმყოფებიან, სათქმელი რაც მათ ეკუთვნის, ის უთხრან",-განაცხადა ზაზა დავითაიამ. 

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

"აიისას" პრეზერვატივი ამჯერად ლევან მურუსიძის გამოსახულებით

1 საათის წინ

"აიისა თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ლახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. მიუხედავად ამისა, აიისას მოუწევს გადაწყვეტილების შესრულება...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172