იზორია: "ღირსეული პარტნიორი 2017"-ში გერმანული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება

იზორია: "ღირსეული პარტნიორი 2017"-ში გერმანული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შესახებ სპეციალური ბრიფინგი არმიჰოლში წარადგინა.

თავდაცვის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა წვრთნებში მონაწილე ქვეყნების შესახებ და ამ სწავლების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის ბრიფინგის შემდეგ სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ სწავლების მიმდინარეობისა და წვრთნებში წარმოდგენილი ტექნიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარმოადგინა.

თავდაცვის მინისტრის ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ ოფიციალურად 30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე გაიხსნება და სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება. დაწყებულია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის საქართველოში ეტაპობრივად ჩამოსვლა. ძირითადი კონტინგენტის გადმოსროლა 25 ივლისიდან განხორციელდება. ფოთის პორტში უკვე შემოვიდა წვრთნაში მონაწილე სამხედრო ტექნიკა და დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადაადგილდება.

,,ღირსეული პარტნიორი 2017“  აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები ,,SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო ,,SEE BREEZE” - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა ,,NOBLE PARTNER 2017“.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და მიზნად სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის,  დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის  ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ისახავს. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო- საშტაბო და საველე სწავლებებს  საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში, მათ შორის აერომობილური ელემენტების გამოყენებასაც.

სცენარი განკუთვნილია ბრიგადისა და უფრო დაბალი (ოცეულის ჩათვლით) დონის ქვედანაყოფებისთვის თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციებისას გადაწყვეტილების მისაღებად მართვისა და კონტროლის სავარჯიშოებისთვის. ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, მასშტაბები გაიზარდა  და  წელს მასში ნატოს 5 წევრი და  3 პარტნიორი  ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ,  დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია,  თურქეთი,  უკრაინა,  სომხეთი და საქართველო.

სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C- 130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

16 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054