ქვეწარმავლებზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში 600 შეტყობინება შევიდა

ქვეწარმავლებზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში 600 შეტყობინება შევიდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფრომაციით, ამ ეტაპზე ქვეწამავლებთან დაკავშირებით 600-ზე მეტი გამოძახება ფიქსირდება. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურაზ ფხალაძე "აიპრესთან" განმარტავს, რომ გამოძახებები ტემპერატურის მატებასთან ერთად დაიწყო, თუმცა, ეს რიცხვი შარშანდელ ამ პერიოდთან შედარებით უფრო მცირეა. მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური პრევენციულ ღონისძიებებსაც მიმართავს.

"ყველა უბნიდან შემოდის შეტყობინებები. მოქალაქე რომელიც ქვეწარმავალს აღმოაჩნეს 112-ზე უნდა დარეკოს. შემთხვევები მომატებული არ არის, დაკლებულია,  ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა, ქვეწარმავლები ყოველთვის იყო და იქნება. ვრეაგირებთ ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში სრულ მზადყოფნაში ვართ და პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ. 

ხდება ტერიტორიების დამუშავება სპეციალური ხსნარებით, ეს არის ყველაზე აპრობირებული მეთოდი, თუმცა, არ არის 100 %-იანი გარანტია.რამოდენიმე რაიონში მივმართეთ ამ ღონისძიებებს და ვაგრძელებთ. დავამუშავათ კრწანისის ტერიტორია, სამგორის ნაწილი, არ არის დასრულებული ბოლომდე და კიდევ მიმდინარეობს მუშაობა",-განაცხადა თეიმურაზ ფხალაძემ. 

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

11 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151