"ვერეს ხეობაში ესტაკადის აშენება ახირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო"

"ვერეს ხეობაში ესტაკადის აშენება ახირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო"

არქიტექტორის ირაკლი მასხარაშვილის განხადებით, ვერეს ხეობაში ესტაკადის მშენებლობა ახირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, პროექტის შექმნისას მთავარ გადაწყვეტილებებს ქალაქის არქიტექურის სამსახური იღებდა.  

"პროექტის შემუშავებისას ყველა პროცესი წესის მიხედვით მიმდინარეობდა. ვინმეს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. იყო მოთხოვნები, რომელსაც იძლეოდა მაშინდელი ქალაქის მთავარი არქიტექტურული სამსახური. რეკომენდაციები პირდაპირ იყო გაერთიანებული ნორმებში, რომლითაც ვხელმძღვანელობდით. ყველა ეს პროცესი გადიოდა სახელმწიფო ექსპერტიზას.

იმ შენიშვნებით, რა შენიშვნებიც მაშინ ჩვენგან იქნა გაკეთებული არ იყო გათვალისწინებული. ზუსტად მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო. ჩემთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ეს იყო ახირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ვალდებულია რომ მსგავსი შეცდომები არ დააშვებინოს არავის, ვინც არ უნდა იყოს ის. მივიღეთ შეცდომა რომელიც არის დანაშაულის ტოლფასი", - აცხადებს მასხარაშვილი. 

 

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

10 საათის წინ

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. „კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080