გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   

პრემიერ-მინისტრმა NDI-ის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. 

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და აღნიშნა, რომ ამ პროცესის ადგილზე შეფასების საშუალება ექნება არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მოწვეულია საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად. 

NDI-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

2 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186