გოცირიძე: საქართველო ფაქტობრივად მუქთად ახდენს რუსული გაზის სომხეთისათვის მიწოდებას

გოცირიძე: საქართველო ფაქტობრივად მუქთად ახდენს რუსული გაზის სომხეთისათვის მიწოდებას

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას საქართველოში გაზის ტრანსპორტირების ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით გაზრდის შესახებ. 

"კალაძის მიერ გაზპრომთან გაფორმებულმა ანტისახელმწიფოებრივმა ხელშეკრულებამ სულ სხვა კონტექსტში იჩინა თავი. 

საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებას ახდენს გაზის ტრანსპორტირების კომპანია. ათასი კუბური მეტრი გაზის გატარებააში მას დღემდე უხდიდნენ 13,83 ლარს. დღეს სემეკმა ტარიფი გააძვირა 5 ლარით (36 პროცენტით) და იგი 18,84 ლარი გახდა. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს გაზის სამომხმარებლო ფასზე და ხვალ უნდა ველოდოთ ასევე მის გაძვირებას. 

სემეკის ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარეც: გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველომ რომ დაკარგა ათეულ მილიონობით ლარი, ისედაც ცნობილი იყო. ახლა აღმოჩნდება, რომ გაზპრომის მიერ ჩვენთვის ტრანზიტის საფასურად დატოვებული თანხა მხოლოდ ტრანსპორტირების საფასურს თუ ეყოფა. გამოდის, რომ საქართველო ფაქტობრივად მუქთად ახდენს რუსული გაზის სომხეთისათვის მიწოდებას.

გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი", - წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე. 

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

18 წუთის წინ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია. „მე მახსოვს, საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი ეკონომიკასთან დაკავშირებით, მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, იყო აბსოლუტურად სუსტი...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319