ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს საკითხი ყოველთვის რჩება რადარის ეკრანზე

ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს საკითხი ყოველთვის რჩება რადარის ეკრანზე

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საოკუპაიო ხაზთან არსებულ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გონივრულად უნდა იმოქმედოს და კონსულტაციები გამართოს საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორც მან ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირმა რუსეთის მიმართ კონსოლიდირებული პოლიტიკა უნდა განაგრძოს.    

"საქართველოს მხრიდან დაძაბულობის ესკალაცია სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა. თქვენმა ქვეყანამ პასუხისმგებლობით, გონივრულად უნდა განაგრძოს მოქმედება, კონსულტაციები გამართოს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ უნდა უზრუნველყოთ უკეთესი გავხადოთ სიტუაცია. რუსეთი, როგორც წესი, გამოცდას გვიტარებს, რამდენად ფხიზლად და მყარად ვართ, რამდენად შორის შეუძლიათ წავიდნენ. 

ეს არ ეხება მხოლოდ ე.წ საზღვრის გადმოწევას, არამედ ზოგადად პოლიტიკას, სანქციები მუშაობს და ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ შეზღუდვები ძალაში უნდა დარჩეს. ევროკავშირმა რუსეთის მიმართ კონსოლიდირებული პოლიტიკა უნდა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხი დღვანდელი შეხვედრის დღის წესრიგში არ არის, ის ყოველთვის რჩება რადარის ეკრანზე",-განაცხადა მან.  

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212