სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.

დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ლევან შონია, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კახი კახიაშვილი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. დარბაზის გახსნაზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, გიორგი ჩხეიძე და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ირაკლი ჩხეიძე, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში გაიზარდნენ.

სოფელ რიყეში, რომელიც ძალოსნობის დიდი ტრადიციებით გამოირჩევა, ძალოსნობის დარბაზი 1989 წელს აშენდა, თუმცა წლების მანძილზე დარბაზში სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობები არ არსებობდა. დარბაზს სრული რეაბილიტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის დაპირების შედეგად, ადგილობირივ მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩაუტარდა, ძალოსნობის ფედერაციამ კი დარბაზი 100 000 ლარის ღირებულების თანამედროვე ინვენტარით და სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, ასევე რეგიონული მუნიციპალიტეტების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით 28 ახალი დარბაზი განახლდა და კეთილმოეწყო. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა კვლავ გრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.

 

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

2 საათის წინ

ინგლისი და ბელგია G ჯგუფში გამოდიან. ინგლისის ნაკრები ტუნისს შეხვდება, მატჩი 19:00-ზე დაიწყება, ხოლო ბელგია-პანამას მატჩი 22:00-ზე. შემადგენლობის მიხედვით ბელგიის ნაკრები ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, ხოლო ინგლისისგან გულშემატკივარი უკვე...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186