დეზერტირების ბაზრობის დირექტორის მოადგილე: დაზარალებულებს დაზღვევა ჰქონდათ

დეზერტირების ბაზრობის დირექტორის მოადგილე: დაზარალებულებს დაზღვევა ჰქონდათ

დეზერტირების ბაზრობის დირექტორის მოადგილე აჩიკო ორჯონიკიძე "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ დამწვარი საწყობი ორ ადამიანს ეკუთვნოდა. დაზარალებულებს დაზღვევა ჰქონდათ.

"შიგნით ინახებოდა ქაღალდი, კონსერვები და პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი. ორი პირის საწყობია დამწვარი, საგანგებო ზარალი არ არის, ამჟმად მიმდინარეობს აღწერა და გავიგებთ რა არის დამწვარი. აქ ბევრ აქვს დაზღვევა, მათ შორის დაზარალებულებს“, -აღნიშნა აჩიკო ორჯონიკიძემ.  

ცნობისთვის, დღეს დეზერტირების ბაზრობის საწყობებს ხანძარი გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

საქართველო VS რუსეთი! - ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც სტრაბურგში ჩვენს საქმეს განიხილავენ

1 საათის წინ

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N2"  - ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს სტრასბურგის დიდი პალატის შემადგენლობა განიხილავს. ვინ არის ის 17 მოსამართლე სტრასბურგიდან, რომელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას? რა ბიოგრაფიები და...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341