კოვტალიუკი და ალიუ  თბილისის "დინამოში" ითამაშებენ

კოვტალიუკი და ალიუ თბილისის "დინამოში" ითამაშებენ

სლოვენიიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის "დინამო"  ეროვნული პირველობისთვის მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს. 

დედაქალაქელები ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც  21 ივლისს ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ, "დინამო არენაზე" ჩატარებენ.

სეზონის განახლების წინ, "დინამომ", სწორედ ფოთელთა უკრაინელ მეგოლესთან, მიკოლა კოვტალიუკთან 1.5 წლიან კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან, უკრაინელი ფორვარდი თბილისური გუნდის ღირსებას დაიცავს.

გარდა  კოვტალიუკისა, კახა კაჭარავას გუნდში ჩაირიცხა ნიგერიელი მცველი, მოჰამად ალიუ, რომელიც რამდენიმე ხანს დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ის "დინამოში" სეზონის ბოლოდე ჩაირიცხა.

კლუბში დაბრუნდა ბოლნისის "სიონში" იჯარით მყოფი თავდამხსმელი, ენვერ ლილუაშვილი. "დინამო" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნახევარმცველმ,ა საბა თავაძემ დატოვა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ფავორიტი ინგლისი და ბელგია ჩაერთვებიან

2 საათის წინ

ინგლისი და ბელგია G ჯგუფში გამოდიან. ინგლისის ნაკრები ტუნისს შეხვდება, მატჩი 19:00-ზე დაიწყება, ხოლო ბელგია-პანამას მატჩი 22:00-ზე. შემადგენლობის მიხედვით ბელგიის ნაკრები ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, ხოლო ინგლისისგან გულშემატკივარი უკვე...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186