"განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

"განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ხვალ სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან ერთად, სენდაის ჩარჩო - ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზამკვლევის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრას მართავს.  

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები: კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი -სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სერვისების სააგენტო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია. 

პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური თანამონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანია სენდაის ჩარჩო-ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზამკვლევის სამუშაო ვერსიის სისრულეში მოყვანა, რათა, შემუშავებული გზამკვლევი გამოყენებულ იქნას სამომავლო პროგრამების დაგეგმარებისა და კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიების განხორციელებისას საქართველოში. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212