როგორი იქნება ახალი სპორტ-სკოლა ბათუმში (ფოტორეპორტაჟი)

როგორი იქნება ახალი სპორტ-სკოლა ბათუმში (ფოტორეპორტაჟი)

სასტუმრო „რედისონში“ ლეონიძის ქუჩაზე ასაშენებელი სპორტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მშენებლობის ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. პროექტის მნიშვნელობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ ეს პირობა სპორტულ საზოგადოებას სულ რამდენიმე თვის წინ მივეცით და მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე გვაქვს კიდევ ერთი სიახლე - ახალი ეტაპი პროექტის განხორციელების კუთხით. კერძოდ, უკვე მზად არის პროექტის საბოლოო დოკუმენტი და მიმდინარე კვირაში უკვე მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება

3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.4

პროექტი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. 138 ადგილიან სასტუმროში, 42 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის თანხა მთლიანობაში 71 800 მილიონი ლარია. ამ თანხაში შედის სპორტული კომპლექსის პროექტიც. სულხან ხალვაშის თქმით, პროექტზე შპს „სენსონიმ“ იმუშავა.

როგორია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტი (ფოტორეპორტაჟი)

როგორია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტი (ფოტორეპორტაჟი)

46 წუთის წინ

ახალი უსაფრხოების სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა რაც მინიმუმამდე დაიყვანს მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის რისკს, ასევე მეთნის აფეთქების საშიშროებას. აღნიშნული სქემა სპეციალურად შემუშავდა მინდელის შახტისთვის და დამონტაჟდა ოთხივე...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186