გუდაურში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

გუდაურში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" გუდაურში ზაფხულის სეზონი 17 ივლისს გახსნა.საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს 11:00 -117:00 საათამდე.

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს  საერთაშორისო დონის  ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

23 ივლისს კი ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით გუდაურში გასართობი ღონისძიებები გაიმართება.

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

სემეკი ინოვაციურ პროგრამას წარადგენს

1 საათის წინ

მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ გაუმჯობესდეს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. პროგრამა რეალური დროის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186