უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თბილისის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თბილისის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა

უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თბილისის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა. მიხეილ ტიტარჩუკს მასპინძლობა "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაუწია.

"უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ტიტარჩუკს ვაჩვენე თბილისის იუსტიციის სახლი. გავაცანი ის სერვისები,  რაც მომხმარებელმა ამ სივრცეში შეიძლება მიიღოს. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის მონაწილეობით, კიევში უკვე ფუნქციონიერებს პირველი იუსტიციის სახლი. უახლოეს პერიოდში კი აშენდება მსგავსი სერვის ცენტრები, უკრაინის ყველა ქალაქში.  რაც შეეხება უკრაინის დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტს, მე ამ დელეგაციაში წარმოდგენილი ვარ უკრაინის პრეზიდენტის, პერტო პოროშენკოს მრჩევლის სტატუსით. ვიცი, რომ ხვალ გამართულ ფორუმში მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი დეტალები, პრეზიდენტ პოროშენკოს ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი", -  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ ტიტარჩუკი თბილისს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ის უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრია.

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

ომბუდსმენის რეკომენდაციაა, ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა

55 წუთის წინ

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა კვლევაში გამოკვეთილი საკითხები, მათ შორის შემაშფოთებელი სტატისტიკა, სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი, ფემიციდის შემთხვევათა გარემოებები და სახალხო დამცველის...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186