როჯერ ფედერერის კიდევ ერთი რეკორდი - უიმბლდონის დიდ სლემზე ჩემპიონმა ყველა სეტი მოიგო

როჯერ ფედერერის კიდევ ერთი რეკორდი - უიმბლდონის დიდ სლემზე ჩემპიონმა ყველა სეტი მოიგო

შვეიცარიელი ჩოგბურთელი, 35 წლის როჯერ ფედერერი უიმბლდონის დიდი სლემის მერვედ მოგების შემდეგ, ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

შვეიცარიელმა, უიმბლდონის პრესტიჟული ტურნირი კარიერაში მერვეჯერ მოიგო და ეს ისე მოახერხა, რომ არცერთ დაპირისპირებაში, ერთი სეტიც კი არ დაუთმია.

საჩემპიონო გზაზე ფედერერმა ასეთი შედეგები დააფიქსირა:

დოლგოპოლოვი - ფედერერი - 3:6, 0:3 (თამაში შეწყდა)

ფედერერი - ლაიოვიჩი - 7:6, 6:3, 6:2

ფედერერი - ზვერევი - 7:7, 6:4, 6:4

დიმიტროვი - ფედერერი - 4:6, 2:6, 4:6

რაონიჩი - ფედერერი - 4:6, 2:6, 6:7

ფედერერი - ბერდიხი - 7:6, 7:6, 6:4

ჩილიჩი - ფედერერი - 3:6, 1:6, 4:6

სულ, კარიერის განმავლობაში, როჯერ ფედერერმა დიდი სლემის გათამაშება ცხრამეტჯერ მოიგო და აქაც სარეკორდო შედეგები აქვს. უიმბლდონის ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ, მსოფლიო კვალიფიკაციაში შვეიცარიელმა მესამე პოზიციაზე აინაცვლა და პირველი ადგილის დაბრუნების შანსიც გაუჩნდა.

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

2 საათის წინ

15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა მუსტაფა. 35 წუთზე ტუნისის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ფერჯანი სასიმ წონასწორობა 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად მოახერხა.  მეორე ტაიმში უპირატესობას ინგლისი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212