უდუმაშვილი: "ნაცმოძრაობა" სააკაშვილისგან სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს

უდუმაშვილი: "ნაცმოძრაობა" სააკაშვილისგან სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს

"მე ერთი თვეა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მუდმივ კავშირზე ვარ, ვთანამშრომლობ და ერთად ვიბრძვით ამ არჩევნებში და შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ მიხეილ სააკშვილი არათუ ერევა, პარტიის მიკრო მენეჯმენტის მართვაშიც არ ღებულობს მნაწილეობას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გადაცემა "იმედის კვირა"-სთან განაცხადა.

"ეს პარტია სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მე გამოვრიცხავ, რომ იმ შემთხვევაში თუ მე გავხდები თბილისის მერი, რაიმე ფორმით ჩაერიოს ზოგადად.

მე ვიქნები დამოუკიდებელი მერი, დამოუკიდებელი ხელისუფლების გავლენებისგან და პარტიული გავლენებისგანაც", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

1 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126