ზურაბ ალავიძე EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ზურაბ ალავიძე EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD). საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროექტები განიხილა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში EBRD-ის მმართველ დირექტორთან, ფრანსის მალიჟესთან შეხვედრისას.

მხარეებმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით ბანკის სამომავლო გეგმებიც განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ აქტიურად თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

ირაკლი კობახიძე: მთავრობის რეორგანიზაციის პროცედურების გავლა ერთ კვირაში შეუძლებელია

ირაკლი კობახიძე: მთავრობის რეორგანიზაციის პროცედურების გავლა ერთ კვირაში შეუძლებელია

19 წუთის წინ

"ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შედარებით ხანგრძლივი ვადებით ამ პროცედურის გავლა, გვსურდა, რომ სულ მცირე, ორი დღე დაგვეთმო კომიტეტებისთვის და ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, თუმცა, დღეს ალბათ, მოისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186