კურორტ შეკვეთილში რკინიგზის სადგური აშენდა

კურორტ შეკვეთილში რკინიგზის სადგური აშენდა

კურორტ შეკვეთილში, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ავტომაგისტრალზე, ნატანების სარკინიგზო სადგურსა და წვერმაღალის სარკინიგზო გაჩერებას შორის, „შავი ზღვის არენას“ საკონცერტო დარბაზთან, რკინიგზის სადგურის მშენებლობა დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

აშენდა თანამედროვე დიზაინის რკინიგზის სადგური, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე" გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

უახლოეს მომავალში შეკვეთილის რკინიგზის სადგურთან მწვანე ნარგავები დაირგვება.

იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

ზესტაფონის მერის კაბინეტთან დაწყებულმა აქციამ, შენობის გარეთ გადაინაცვლა

11 საათის წინ

ოთხი მოქალაქე კი მესამე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეებმა მერიის წინ კარვები გაშალეს.  მათი განცხადებით, პოლიციამ მოსთხოვა შენობა დაეტოვებუნათ, რადგან ეს კანონდარღვევა იყო, წინააღმდეგ შემთცვევაში ძალით დაატოვებინებდნენ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273