ხარაგაულის მუნიციპალიტეტ ში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტ ში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

  • iRegions.Ge
  • 14 ივლისი, 2017
  • 12:13
  • ადმინისტრატორი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა. დღეიდან ბუნებრივი აირით სოფელ ისლარის მაცხოვრებლები ისარგებლებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კიკნაველიძეების ოჯახში გაზი სიმბოლურად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ და "სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ორგანიზაციის დირექტორმა დავით ჯაიანმა აანთეს.

სოფელ ისლარში გაზსადენის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და სულ 60 აბონენტი გაზიფიცირდა.

ამჯერად ბუნებრივი აირის მიწოდების სამუშაოები სოფელ ჯაფაროულსა და ბაზალეთში მიმდინარეობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

17 ივლისი, 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფოინდიდან 365 968 ლარით დაფინანსდა. "გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 22 ივნისს გაფორმდა. სამუშაოები 23...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126