ილია ელოშვილი: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ილია ელოშვილი: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩემთვის ძალინ დიდი პატივია ვიყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დიდი მადლობა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს იმისთვის, რომ მჯერა მათი მხარდაჭერა მექნება ყველა ჩემ მიზანში, რომელიც მინდა განვახორციელო შემდეგი წლების განმავლობაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდა.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა.

ზალკალიანი: ნატო-სა და ევროკავშირში პრემიერის შეხვედრები დასტურია ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის

ზალკალიანი: ნატო-სა და ევროკავშირში პრემიერის შეხვედრები დასტურია ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის

8 წუთის წინ

"ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელიც არის ასახული პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126