ილია ელოშვილი: ძალიან მოკლე დროში გავიგებთ, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი

ილია ელოშვილი: ძალიან მოკლე დროში გავიგებთ, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი

ენერგეტიკის ახალდანიშნულმა მინისტრმა, ილია ელოშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ენერგეტიკის სამინისტროს გაზის ტარიფთან დაკავშირებით, რომელსაც სემეკ-ი მომავალ კვირას დაადგენს, უპასუხა. 

"ამ შემთხვევაში მოლოდინები არ არის მნიშვნელოვანი, არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე ითვლის ტარიფებს. ის თავის მოქმედებებში არის სრულიად დამოუკიდებელი, ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი. ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენ გავიგებთ რა იქნება", - განაცხადა ელოშვილმა.

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

გოცირიძე: "ოცნებას" სასაცილო წესი ჰქონია, სამდივნოს შეუძლია პარტიიდან ივანიშვილიც გარიცხოს

12 საათის წინ

მისი თქმით, ეს ფაქტი ივანიშვილის დევნის კონტექსტში უნდა იყოს განხილული. "ქართულ ოცნებას ძალიან სასაცილო წესი ჰქონია. თურმე სამ კაცს შეუძლია პარტიიდან ნებისმიერი მისი წევრის გარიცხვა. ამის უფლება პარტიის ხუთკაციან სამდივნოს ჰქონია ხმათა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126