ელოშვილი: მადლობა კახის და ყველა კოლეგას, მათი მხარდაჭერით ენერგეტიკის სამინისტრო არის წარმატებული

ელოშვილი: მადლობა კახის და ყველა კოლეგას, მათი მხარდაჭერით ენერგეტიკის სამინისტრო არის წარმატებული

ენერგეტიკის ახალდანიშნულმა მინისტრმა, ილია ელოშვილა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ.

"მოგეხსენებათ, დღეს დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრად, რაც ჩემთვის არის დიდი პატივი. მინდა პრემიერმინსიტრს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახის და ყველა ჩემს კოლეგას, მათი მხარდაჭერით და გვერდში დგომით, დღეს ენერგეტიკის სამინისტრო არის წარმატებული და მინდა შევინარჩუნო მაქსიმალურად და განვავითარო ის მიღწევები, რომელიც დღეს არსებობს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება გადადგმული ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიებლობის გაძლიერებისკენ.

მის ირგვლივ ვიტრიალებთ შემდეგი წლების განმავლოაბში, რადგან ჩვენი რეგიონი გეოგრაფფიუალდ მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევბს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს არა მარტო ენერგოუსაფრთხო, არამედ მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, ეს მიმართულებებია დამატებითი გენერაციის საკითხები, განახლებადი ენერგიაზე აქცენტირებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ენერგეტიკის კანონი, და სხვა მიამრთულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ენერგეტიკის სფეროს განვითარებას და წარმატებას", - განაცხადა ელოშვილმა.

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

2 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126