ზაზა ბიბილაშვილი: ალეკო ელისაშვილი თაღლითია, ბანკის 7 000 დოლარი შეჭამა და ჩვენ დავფარეთ

ზაზა ბიბილაშვილი: ალეკო ელისაშვილი თაღლითია, ბანკის 7 000 დოლარი შეჭამა და ჩვენ დავფარეთ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი ზაზა ბიბილშვილი თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის ნინია კაკაბაძის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის პასუხად წერს. 

ზაზა ბიბილაშვილის კომენტარების თანახმად, ალეკო ელისაშვილმა პროკრედიტ ბანკიდან 7000 დოლარი გამოიტანა მისი და ვინმე გოგა კობალაძის თავდებით საერთო საქმისთვის, რომელიც არ გადაიხადა.

"ალეკო ელისაშვილი წვრილმანი თაღლითია. ყარაჩოღლის ტყავში გამოწყობილი კინტო. სხვისი ფული აქვს შეჭმული არაერთხელ, რასაც არაერთი მოწმე ყავს. და ეს კერძო სექტორში. ხელისუფლებაში რო იყოს, რას იზამს, ადვილი წარმოსადგენია" - წერს ზაზა ბიბლაშვილი.

ოპონენტების, მაგალითად ნინო ჯანგირაშვილის  კითხვაზე, აქვს თუ არა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აშკარა ცილისწამებაა, ზაზა ბიბილაშვილი პასუხობს, რომ ფაქტის დადასტურება დოკუმენტებით შეუძლია:

"7000 დოლარი გამოიტანა პროკრედიტ ბანკიდან ჩემი და გიგა კობალაძის თავდებით, საერთო საქმისთვის. ფული შეჭამა. კრედიტი დავფარეთ ჩვენ." - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

დეტლების გასარკვევად "აიპრესი" ზაზა ბიბილაშვის დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე საუბარს არ აპირებს, თუმცა ადასტურებს, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

შევეცადეთ ალეკო ელისაშვილსაც დავკავშირებოდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მს საყელეფონო შეტყობინევაც მივწერეთ, სადაც დავუკონკრეტეთ რაზე გვსურდა კომენტარი, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს.

გვრამია: მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ვიძახი რომ პოლიტიკური პატიმარია, ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზე

გვრამია: მერაბიშვილის საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ვიძახი რომ პოლიტიკური პატიმარია, ასევე უნდა ვთქვა კვირიკაშვილზე

23 წუთის წინ

გვარამია ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში ობიექტური გამოძება არ ჩატარებულა, ასევე იქნება ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში.  „პირადად მე აბსოლუტურად გულგრილად ვუყურებ. კვირიკაშვილი ჩემთვის არავინ არ არის, და...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080