საწვავის ფასები ევროპასა და საქართველოში

საწვავის ფასები ევროპასა და საქართველოში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა სხვადასხვა ქვეყნებში საწვავის ფასები გამოაქვეყნა.  

რეიტინგში საწვავის ფასებით იტალია, ნორვეგია და ნიდერლანდები ლიდერობენ. იტალიაში სუპერის ტიპის ბენზინის საშუალო ფასი 1,73 ევროა, რაც დაახლოებით 3,87 ლარია. პრემიუმის ტიპის ბენზინი 1,59 ევროა რაც დაახლოებით 3,56 ლარია. დიზელის საწვავი იტალიაში 1,52 ევროა, ეს კი დაახლოებით 3,41 ლარია.

ყველაზე იაფი საწვავი რუსეთშია. სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,57 ევროა, რაც დაახლოებით 1,28 ლარია. პრემიუმის ტიპის ბენზინი - 0,51 ევრო, დაახლოებით 1,14 ლარი. დიზელის ფასი კი რუსეთში 0,49 ევროა, რაც დაახლოებით 1,09 ლარია.

 რაც შეეხება საქართველოს, ბრენდირებულ საცალო ქსელში, სუპერის ტიპის ბენზინზე ფასი 2,05-2,17 ლარს შეადგენს ლიტრზე. პრემიუმის ბენზინი - 1,94-2,02 ლარი ღირს. ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი 1,79-1,95 ლარი ღირს. რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 1,83 ლარია, ევროდიზელის ფასი კი 1,94-2,05 ლარია. დიზელი 1,80-1,87.

არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე კი, 1 ლიტრი საწვავის ფასი 10–15 თეთრი უფრო ნაკლებია.

 საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში 2015 წლის იანვრის თვის დასაწყისის მდგომარეობით.

 ქვეყანა                  ბენზინი 95                         ბენზინი 98                    დიზელი

რუსეთი               0,51 ევრო ( 1,14 ლ)           0,57 ევრო (1,28 ლ)      0,49 ევრო (1,09 ლ)

აზერბაიჯანი     1,02 ევრო (2,28 ლ)            1,08 ევრო (2,42ლ)        0,63 ევრო (1,41 ლ)

უკრაინა              0,91 ევრო ( 2,04 ლ)            0.96 ევრო (2,15 ლ)      0,90 ევრო (2,02 ლ)

სომხეთი             0,87 ევრო (1,95  ლ)            0,92 ევრო (2,06 ლ)      0,80 ევრო (1,79 ლ)

მოლდავეთი      0,93 ევრო (2,08  ლ)            0.96 ევრო (2,15  ლ)      0,87 ევრო (1,95 ლ)

ლატვია              1,06 ევრო (2,37  ლ)            1,11 ევრო (2,49 ლ)       1,07 ევრო (2,39 ლ)

ლიტვა               1,11 ევრო (2,49 ლ)             1,14 ევრო (2,55 ლ)        1,06 ევრო (2,37 ლ)

საბერძნეთი      1,43 ევრო (3,20  ლ)            1,68 ევრო (3,76 ლ)        1,17 ევრო (2,62 ლ)

ნორვეგია          1,59 ევრო (3,56  ლ)             1,67 ევრო (3,74 ლ)        1,49 ევრო (3,34 ლ)

ნიდერლანდები   1,58 ევრო (3,54  ლ)         1,65 ევრო ( 3,69 ლ)      1,28 ევრო (2,87 ლ)

თურქეთი             1,50 ევრო (3,36  ლ)          1,51 ევრო (3,38 ლ)      1,32 ევრო (2,95 ლ)

იტალია                 1,59 ევრო (3,56 ლ)           1,73 ევრო (3,87 ლ)      1,52 ევრო (3,41 ლ)

გერმანია               1,33 ევრო (2,98  ლ)           1,43 ევრო (3,20 ლ)      1,18 ევრო (2,64 ლ)

საფრანგეთი         1,30 ევრო  (2,91 ლ)           1,36 ევრო (3,04 ლ)      1,14 ევრო (2,55 ლ)

ესპანეთი              1,14 ევრო  (2,55  ლ)           1,26 ევრო (2,82 ლ)      1,09 ევრო (2,44 ლ)

 

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

ბახტაძე: ყველას გილოცავთ ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან - დამოუკიდებლობის დღეს

37 წუთის წინ

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე-26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე! ზუსტად 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237